რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რუსი კომიკოსი მაქსიმ გალკინი „უცხოელ აგენტად“ გამოაცხადა.
რუსეთში აცხადებენ, რომ კომიკოსი პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და ამისთვის ფულს უკრაინიდან იღებს.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, მაქსიმ გალკინმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქების დაბომბვა და მშვიდობიანი მოქალაქეების მოკვლა სწორედ კრემლის ბრძანებით ხდებოდა.
ამჟამად გალკინი კონცერტებით მთელ მსოფლიოში მოგზაურობს. მისი თქმით, კონცერტებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილით ომის გამო დაზარალებულ უკრაინელებს დაეხმარება.