ავტორი ანა ფერაძე
„ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია თვის ბოლოს მოსკოვში მიემგზავრება. ინფორმაცია „რეპორტიორს" „ქართული დასის" პრესსამსახურმა დაუდასტურა.
ჯონდი ბაღათურია მოსკოვში ვიზიტისას პოლიტიკურ წრეებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან გამართავს შეხვედრებს. ასევე დაგეგმილია რუსეთში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრაც.
შეხვედრის თარიღი და ზუსტი დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.