logo_geo
eng_logo
გიგა ბოკერია: „ნაცმოძრაობამ“ „ოცნებას“ მიჰბაძა და გუშინ სრულიად მიუღებელი ადამიანები სახედ აქცია, მაგალითად გუბაზ სანიკიძე, თაკო ჩარკვიანი
- +

17 სექტემბერი. 2022. 10:24

 

 

„ნაცმოძრაობამ“ „ოცნებას“ მიჰბაძა და გუშინ სრულიად მიუღებელი ადამიანები სახედ აქცია, მაგალითად გუბაზ სანიკიძე, თაკო ჩარკვიანი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

„იმ კლიმატს, რაც ივანიშვილმა შექმნა - ყველაფერი მოსულა: იმის ყიდვა, ამის წამოყვანა, იმისი გადაყვანა, გუშინ სრულიად მიუღებელი ადამიანის მიღება, ისე, რომ არც ხსნი ამას, პოლიტიკური პარტიების ნაწილმა მიჰბაძა. ყველაზე მკაფიოდ, ეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო, ასეთი ადამიანები გახდნენ სახე ამ კონგლომერატის. მაგალითად გუბაზ სანიკიძე, ის ხომ იყო განსახიერება ყველაფერი იმისა, რაც „ვარდების რევოლუციას“ და მის რეფორმებს უპირისპირდება. ასევე თაკო ჩარკვიანი და ბევრია ასეთი“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner