logo_geo
eng_logo
სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვაში ბრალდებული 4 პირი დამნაშავედ ცნო
- +

17 სექტემბერი. 2022. 11:47

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვაში ბრალდებული ოთხი პირი დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წელს, „ქურდული სამყაროს“ სამმა წევრმა საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდთან“ შეთანხმებით, ერთ-ერთ პირსა და მოდავე მხარეს შორის არსებული ფინანსური დავის გადასაწყვეტად, არაერთხელ მოაწყვეს „ქურდული გარჩევა“.

 

3 პირს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა), 1 პირს კი - სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვა) წარედგინათ.

 

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ 2 წევრს სასჯელის სახით 8-8 წლით, ხოლო 1 წევრს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება „ქურდული სამყაროსათვის“ მიმართვაში ბრალდებულს, მას სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner