დღეს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია შეხვდნენ ახალგაზრდებს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და 100%-იანი გრანტის მფლობელები გახდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუდენტებს წარმატება მიულოცეს და სიგელებთან ერთად 3 000-3 000 ლარი, ხოლო მათ აღმზრდელ საჯარო სკოლებს 1000-1000 ლარი გადასცეს.
„მოხარული ვარ, რომ სტუდენტების წახალისების მუნიციპალური პროგრამით დღეს 7 ოზურგეთელი პირველკურსელი და მათი აღმზრდელი საჯარო სკოლა, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დავაჯილდოვეთ. ახალგაზრდებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. წარმატებები ახალ თაობას!“ - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.