logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი პაატა ზაქარეიშვილზე: უმადურ ხელმოცარულთა ტაქტიკაა, ვერშემდგრობიდან გამწარებულები, თავის ჭკუით ქილიკ-კრიტიკაზე გადადიან, საბოლოოდ კი თვითონ ხდებიან დასაცინებიც და დასაცავებიც
- +

17 სექტემბერი. 2022. 17:23

 

 

„რომ ჰკითხო, დიდი პოლიტოლოგია, ადრე კი პოლიტიკოსობასაც იჩემებდა - სინამდვილეში საუბრობდა თუ მოშლილი ტრაქტორის მოტორი (ძრავა) იყო ვერ გაიგებდი. იდეები ხომ მაგარი და სუპერ რაციონალური აქვს ყველაფერზე, ახლა კი თავის აზრით, ადამიანების შეურაცხყოფაზე გადასულა, რამე რომ იყოს გორბაჩოვს დიდ დემოკრატს და რეფორმატორს დაუძახებს, ბიძინა ივანიშვილს კი თურმე იმდენად ვერ იტანს, რომ საბჭოთა ფიგურას ეძახის“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი საბჭოთა ბოლო ფიგურაა და მისით სრულდება საბჭოთა კავშირი.

 

ნიკოლეიშვილის თქმით, უმადურ ხელმოცარულთა ტაქტიკაა, ვერშემდგრობიდან გამწარებულები, თავის ჭკუით ქილიკ-კრიტიკაზე გადადიან, საბოლოოდ კი თვითონ ხდებიან დასაცინებიც და დასაცავებიც.

 

„ახლა ამას რომ ჰკითხო, დიდი პოლიტოლოგია, ადრე კი პოლიტიკოსობასაც იჩემებდა - სინამდვილეში კი საუბრობდა თუ მოშლილი ტრაქტორის მოტორი (ძრავა) იყო ვერ გაიგებდი. იდეები ხომ მაგარი და სუპერ რაციონალური აქვს ყველაფერზე, ახლა კი თავის აზრით, ადამიანების შეურაცხყოფაზე გადასულა, რამე რომ იყოს გორბაჩოვს დიდ დემოკრატს და რეფორმატორს დაუძახებს, აი, ბიძინა ივანიშვილს კი თურმე იმდენად ვერ იტანს, რომ საბჭოთა ფიგურას ეძახის. უმადურ ხელმოცარულთა ტაქტიკაა ასეთი, ვერ შემდგრობიდან გამწარებულები, თავის ჭკუით ქილიკ-კრიტიკაზე გადადიან, საბოლოოდ კი თვითონ ხდებიან დასაცინებიც და დასაცავებიც. მისი ყოფილი პარტიული კოლეგა ლევან ბერძენიშვილიც ასე არაა, ხან ერეკლეს ეცა, ხანაც მის ხმალს, საბოლოოდ კი თელავის ერთ-ერთ საპირფარეშოს კედლის ლურსმანზე აღმოჩნდა წამოცმული. ზაქარეიშვილიც ასე იქცევა, მთავარია ყურადღება მიიქციოს და რის ფასად და როგორ, მნიშვნელობა არა აქვს. ისე, ეს სურათი თავის მინაწერით რომ არ მენახა, ვერც გავიგებდი, რა თქვა, ნეტავ თვითონ თუ ესმის“, - წერს ნიკოლეიშვილი ფეისბუქზე.

 

https://www.facebook.com/levan.nikoleishvili.14/posts/807838333684233

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner