logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი ლევან ბერძენიშვილზე: ოპონენტის მარცხის ერთ-ერთი უტყუარი ნიშანი პირად შეურაცხყოფაზე გადასვლაა, КГБ-ს ღვაწლმოსილი „наседка“-სგან რა უნდა გეწყინოს
- +

17 სექტემბერი. 2022. 17:26

 

 

„ამ სისულელეში, რაც ამ „პიზდეცინტელექტუალმა“ ჩაატია თავის „ბრძნულ“ შეფასებაში, მე ახლა ეგ უფრო მაინტერესებს, რა წიგნი იყო, თორემ - მილიარდერის და ფორბსის სიის წევრის უცოდინარობასა და უმკითხველობაში ეს ცნობილი „ქართველოლოგი“ რომ დაადანაშაულებს, რამხელა პიროვნული ტრავმა, შური და კომპლექსი იკითხება! მაინც გავრისკავ და ვივარაუდებ - „ენგელსისა და კაუტსკის მიმოწერას“ აჩუქებდა - თავის სამაგიდო წიგნს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ლევან ბერძენიშვილის განცხადებას.

 

ქართველიშვილი ბერძენიშვილს КГБ-ს ღვაწლმოსილი „наседка“-ს უწოდებს და ამბობს, რომ ოპონენტის მარცხის ერთ-ერთი უტყუარი ნიშანი პირად შეურაცხყოფაზე გადასვლაა.

 

„ოპონენტის მარცხის ერთ-ერთი უტყუარი ნიშანი პირად შეურაცხყოფაზე გადასვლაა. თუმცა КГБ-ს ღვაწლმოსილი „наседка“-სგან რა უნდა გეწყინოს. ხოლო, როდესაც ეს ოპონენტი - „პიზდეცინტელექტუალია“, მაშინ ამ შეურაცხყოფას „მეცნიერული“ და „მაღალგონივრული“ ელფერიც კი ეძლევა. წიგნი უჩუქებია თურმე ივანიშვილისთვის - თანაც მორცხვად გვიმალავს, რა წიგნი, იმ სიბრძნიდან გამომდინარე: „მითხარი, რას კითხულობ და გეტყვი, რას წარმოადგენ შენ“. ამ სისულელეში, რაც ამ „პიზდეცინტელექტუალმა“ ჩაატია თავის „ბრძნულ“ შეფასებაში, მე ახლა ეგ უფრო მაინტერესებს, რა წიგნი იყო, თორემ - მილიარდერის და ფორბსის სიის წევრის უცოდინარობასა და უმკითხველობაში ეს ცნობილი „ქართველოლოგი“ რომ დაადანაშაულებს, რამხელა პიროვნული ტრავმა, შური და კომპლექსი იკითხება! მაინც გავრისკავ და ვივარაუდებ - „ენგელსისა და კაუტსკის მიმოწერას“ აჩუქებდა - თავის სამაგიდო წიგნს. აი იმას, ბულგაკოვის შარიკოვი რომ კითხულობდა და ამით პროფესორ პრეობრაჟენსკის წინაშე რომ ტრაბახობდა „ძაღლის გულში“, - წერს ქართველიშვილი ფეისბუქზე.

 

https://www.facebook.com/david.kartvelishvili.90/posts/1818263035183309

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner