კლინიკა „ნიუ-ჰოსპიტალსის“ ექიმ რაჯი ისმაილოვის თქმით, კიკეთში მომხდარი სროლის დროს დაჭრილი ორი ქალის მდგომარეობა სტაბილურია და მათ უკვე გაეწიათ პირველადი სამედიცინო დახმარება.
„კლინიკაში არის მოყვანილი ორი ქალბატონი. ორივეს მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. მიმდინარეობს შესაბამისი გამოკვლევები, მათ უკვე გაეწიათ პირველადი სამედიცინო დახმარება, შესაბამისად კვლევების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, პაციენტს დავტოვებთ კლინიკაში თუ გავწერთ სახლებში“, - ამბობს ექიმი რაჯი ისმაილოვი.