logo_geo
eng_logo
კიკეთში დაჭრილი ორი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმი განცხადებას აკეთებს
- +

17 სექტემბერი. 2022. 21:48

 

 

კლინიკა „ნიუ-ჰოსპიტალსის“ ექიმ რაჯი ისმაილოვის თქმით, კიკეთში მომხდარი სროლის დროს დაჭრილი ორი ქალის მდგომარეობა სტაბილურია და მათ უკვე გაეწიათ პირველადი სამედიცინო დახმარება.

 

„კლინიკაში არის მოყვანილი ორი ქალბატონი. ორივეს მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. მიმდინარეობს შესაბამისი გამოკვლევები, მათ უკვე გაეწიათ პირველადი სამედიცინო დახმარება, შესაბამისად კვლევების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, პაციენტს დავტოვებთ კლინიკაში თუ გავწერთ სახლებში“, - ამბობს ექიმი რაჯი ისმაილოვი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner