„ჩვენს ქვეყანაში რაც დღეს ხდება ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, უპრეცედენტოა როგორც თავისი მასშტაბით, ისე შინაარსით. რა თქმა უნდა, გვაქვს ტექნოლოგიურად ძალიან დატვირთული პროექტები“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით უკვე არის კონკრეტული შედეგები თბილისიდან ბათუმამდე ჩასვლა 5-ის ნაცვლად 4 საათშია შესაძლებელი.
„ეს ტემპი კიდევ უფრო გრძელდება. საერთოდ დროის განახევრებაზეა საუბარი, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ვთქვათ, წითელი ხიდიდან სარფამდე ყველა მონაკვეთის დასრულების შემდეგ, 8 საათის ნაცვლად 4 ან 4 საათსა 30 წუთზეა საუბარი“, - განაცხადა ქარსელაძემ.
მან ასევე ისაუბრა რიკოთის მონაკვეთზე. მინისტრის განმარტებით, 97 ხიდიდან სამუშაოები 90 ხიდზე მიმდინარეობს.
„50 გვირაბში მიმდინარეობს სამუშაოები და დაახლოებით 32 უკვე გაჭრილია. მთლიანად რიკოთის 52-კილომეტრიანი გზის დასრულება უკვე გაისად გვაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა ქარსელაძემ.