logo_geo
eng_logo
ირაკლი ქარსელაძე: კახეთის მაგისტრალი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია როგორც რეგიონისთვის, ასევე ქვეყნისთვის
- +

17 სექტემბერი. 2022. 22:28

 

 

კახეთის მაგისტრალი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია როგორც რეგიონისთვის, ასევე ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„საუბარია 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალზე. 35 კმ-ის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც სრულად სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდება. მომდევნო წელს პირველი მონაკვეთი გაიხსნება, ხოლო 2024 წელს ორი დარჩენილი მონაკვეთი და თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი ამით დასრულდება.

 

პარალელურად, სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთზე, რომელიც ასევე ძალიან გამომწვევი მონაკვეთია. მთლიანობაში 85 კმ-ის მაგისტრალის აშენებაა დაგეგმილი, რომლის ფარგლებში ბაკურციხის კვანძიდან ხდება განაწილება თელავისა და ლაგოდეხის მიმართულებაზე“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

 

კახეთის მაგისტრალური გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2021 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა, სადაც შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილის ჩქაროსნული საავტომობილო გზა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner