logo_geo
eng_logo
წყალდიდობა იტალიაში: დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა
- +

17 სექტემბერი. 2022. 22:35

 

 

იტალიაში, მარკეს რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 11 ადამიანს მიაღწია.

 

მეთერთმეტე მსხვერპლი 47 წლის მამაკაცი აღმოჩნდა. ის წყლის ძლიერმა ნაკადმა მაშინ გაიტაცა, როცა ავტომობილს მართავდა. ასევე, ეძებენ 8 წლის გოგონას და 56 წლის ქალსაც.

 

წყალდიდობის გამო 150 ადამიანი სახლებში ჯერ ვერ ბრუნდება. ევაკუაცია ხელახლა არ გამოცხადებულა. სიფრთხილის მიზნით, დაკეტილია ყველა სავაჭრო ცენტრი.

 

შეგახსენებთ, რომ მოულოდნელი ძლიერი წყალდიდობა 15 სექტემბერს დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner