„შარშან, ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაახლოებით 30-ათასამდე ადამიანი იყო ჩართული, საიდანაც 80%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, მარტო საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტებში 10 ათასს კაცზე მეტია ჩართული და 80%-ზე მეტია ჩვენი მოქალაქეების ჩართულობაა.
„როდესაც ასეთ მასშტაბურ და ტექნოლოგიურად დატვირთულ უპრეცედენტო პროექტებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში პროექტების შინაარსია უკიდურესად მნიშვნელოვანი - გამართული ინფრასტრუქტურა ეს არის უზარმაზარი ბიძგი იმისთვის, რომ დღევანდელი აღმავალი ეკონომია და ეკონომიკური ზრდა, რომელიც უპრეცედენტოა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიო მასშტაბში,. ეს არის ის დამატებითი მუხტი, რომელიც მას ექნება და გეგმაზომიერი განვითარების შედეგად ჩვენ სწორედ ამ გზაზე ვდგავართ.
მეორე არის ის უმნიშვნელოვანესი ასპექტი, რასაც ჩვენი მოქალაქეების ჩართულობა ჰქვია. ამ ჩართულობის ფარგლებში შარშან დაახლოებით 30-ათასამდე ადამიანი იყო ჩართული ინფრასტრუქტურულ პროექტებში. საიდანაც 80%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა. დღეს რომ ავიღოთ მარტო საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტებში 10 ათასს კაცზე მეტია ჩართული და 80%-ზე მეტია ჩვენი მოქალაქეების ჩართულობა. ასევე ჩვენი ინჟინრები არიან ჩართულნი, არა მარტო სამშენებლო, არამედ საზედამხედველო კომპანიებში. გარდა იმისა, რომ მათ სტაბილური შემოსავალი აქვთ, ეს ხალხი რეალურად არის სწორედ იმ პერსპექტივისთვის კიდევ უფრო მაღალი მოთხოვნის მქონე“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.