უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ სჯერა, რომ რუსეთის ფედერაცია ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ამის შესახებ მან Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა. წერს უკრაინული მედია.
„ეს დედამიწის განადგურების საკითხია. არ მესმის მსოფლიოს სადაზვერვო სამსახურებმა როგორ უნდა მისცენ რუსეთის ფედერაციას ამაზე ფიქრის საშუალებაც კი. გულწრფელად გითხრათ არ მგონია ეს ასე მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია“, - განაცხადა ზელენსკიმ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არ შეიძლება დიალოგი ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ბირთვული იარაღით იმუქრებიან“.
„ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ მსოფლიოში ასეთი ადამიანების გარეშე. ბირთვული იარაღის შიშით რუსეთთან შეთანხმება, ყველაზე ცუდი გზა იქნება, რაზედაც შეიძლება წახვიდე”, - აცხადებს ზელენსკი.