უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ოკუპანტებს უფრო ძლიერად შეუტევენ, ვიდრე აქამდე.
„ბევრმა რუსმა ჯარისკაცმა უკვე გააცნობიერა, რომ უკრაინაში მათ არანაირი შანსი არ აქვთ და დამარცხდებიან. ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას ისე, რომ ეს ყველა ოკუპანტს შეეხოს. ჩვენ მათ უფრო ძლიერად შევუტევთ, ვიდრე აქამდე ვუტევდით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ფრონტის ხაზზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
„დრო ჯერ კიდევ საჭიროა, ძალისხმევა ჯერ კიდევ საჭიროა, ჩვენ უნდა ვიყოთ სრულად თავდაცვაზე ორიენტირებული“, - აცხადებს ზელენსკი.