logo_geo
eng_logo
პაპის ელჩი ზაპოროჟიეს რაიონში დამპყრობლების ცეცხლის ქვეშ მოყვა
- +

18 სექტემბერი. 2022. 10:17

 

 

კარდინალი კონრად კრაევსკი უკრაინაში იმყოფება. რომის პაპის ელჩს ზაპოროჟიეს რეგიონში მოგზაურობის დროს ცეცხლი გაუხსნეს

 

ამის შესახებ გამოცემა Vatican News იტყობინება.

 

აღნიშნულია, რომ მიკროავტობუსმა დახმარება მიუტანა ფრონტის ხაზის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს, სადაც მხოლოდ სამხედროები მოდიან. ჰუმანიტარული ტვირთი წარმატებით იქნა მიტანილი მარშრუტის პირველ პუნქტამდე, მაგრამ მეორესთან ცეცხლის ქვეშ მოყვნენ.

 

„პირველად ჩემს ცხოვრებაში არ ვიცოდი, სად გავქცეულიყავი... რადგან მხოლოდ სირბილი არ არის საკმარისი, საჭიროა, იცოდე, საით...“ - თქვა კონრად კრაევსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner