logo_geo
eng_logo
ვითარება უკრაინაში ომის 207-ე დღეს
- +

18 სექტემბერი. 2022. 11:34

 

 

უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. საოკუპაციო ძალებმა დონეცკი ისევ დაბომბეს. სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოყვა. გრძელდება უკრაინული არმიის მხრიდან კონტრშეტევის ოპერაცია. იზიუმში, საიდანაც რუსული არმია იძულებული გახდა უკან დაეხია, გამნაღმველები მუშაობენ.

 

„დავადგენთ ყველას ვინაობას, ვინც აწამებდა, ვინც დასცინოდა, ვინც რუსეთიდან აქ, ჩვენს უკრაინულ მიწაზე ჩამოიტანა ეს სისასტიკე“, - ასე გამოეხმაურა ხარკოვის ოლქში შექმნილ ვითარებას ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

საოკუპაციო ძალები განსაკუთრებულ აგრესიას იმ ტერიტორიებისადმი იჩენენ, რომლებიც უკრაინული კონტრშეტევის შემდეგ იძულებით დატოვეს. მათ შორისაა, დონეცკის ოლქი, სადაც ოკუპანტების მიერ მიტანილი იერიშისას 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში 10 რაკეტა ჩამოაგდეს.

 

ზაპოროჟიეში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ. გავრცელებული ცნობით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კვლავ იღებს ელექტროენერგიას პირდაპირ ეროვნული ქსელიდან, მას შემდეგ, რაც ინჟინრებმა შეაკეთეს 4-დან ერთი ძირითადი გარე ელექტრო გადამცემი ხაზი, რომელიც კონფლიქტის დროს დაზიანდა. ამჟამად, სადგურის ექვსივე რეაქტორი ისევ ცივ რეჟიმზეა გადართული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner