logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: აუცილებლად მივალ თბილისის საკრებულოში და გავცემ ყველა კითხვას პასუხს
- +

23 აგვისტო. 2016. 13:10



თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საკრებულოში რიგგარეშე ანგარიშით შესაძლოა მიმდინარე კვირაში წარსდგეს.


„საკრებულოს ხელმძღვანელობასთან გავდივართ კონსულტაციებს და შესაბამისად, ზუსტ თარიღსა და დროს ვაცნობებთ საზოგადოებას. ეს არ იქნება ძალიან შორს, შესაძლოა, უახლოეს დღეებში მოხდეს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


თბილისის მერის განცხადებით, იგი უპასუხებს ყველა დასმულ შეკითხვას და  ისაუბრებს ზოგადად გამწვანებასა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ პროგრამებზე.

 

„მე ჯერ კიდევ გუშინ განვაცხადე, რომ აუცილებლად მივალ თბილისის საკრებულოში და გავცემ ყველა კითხვას პასუხს, რაც იქნება დასმული. გარდა კონკრეტულად ამ საკითხისა, მე ვისაუბრებ საერთოდ ჩვენი გამწვანებისა და გარემოს დაცვის მიმართულების პოლიტიკაზე, იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომელსაც ჩვენ ამ თვალსაზრისით ვახორციელებთ, რათა ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, რას ვაკეთებთ გამწვანების კუთხით", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


საკრებულოს 13 დეპუტატმა გუშინ თბილისის მერს განცხადებით მიმართა და საკრებულოში დავით ნარმანიას რიგგარეშე ანგარიშის წარდგენა მოითხოვა.


თბილისის საკრებულოში დავით ნარმანია ბოლოს 17 მაისს უმრავლესობის მოთხოვნის შემდეგ წარსდგა. რიგგარეშე ანგარიშის თემა მაშინ ბოტანიკური ბაღის მიწის მონაცვლეობის საკითხი იყო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner