logo_geo
eng_logo
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაცია აქტიურად მიმდინარეობს
- +

18 სექტემბერი. 2022. 12:12

 

 

„დღეისათვის უკვე გადამუშავებულია 2,000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი; ფერმერებმა, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარის შემოსავალი უკვე მიიღეს. პროცესი გაგრძელდება 15 დეკემბრამდე, მოსავლის სრულად დაბინავებამდე“, - განაცხადა არასტანდარტული ვაშლის  მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის  შტაბის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ.

 

შიდა ქართლის მხარის რწმუნებულ მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, გორში შექმნილი შტაბი რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავებს, რათა მოხდეს მიღებული მოსავლის ორგანიზებული ჩაბარება და დაბინავება.

 

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც  2022 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან; სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე  10 თეთრის  ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner