logo_geo
eng_logo
Netflix-მა „კალმარის თამაშის“ მოტივებზე შექმნილი რეალითი-შოუსთვის მონაწილეების შერჩევა დაიწყო
- +

18 სექტემბერი. 2022. 19:07

 

 

Netflix-მა პოპულარული სერიალის „კალმარის თამაშის მოტივებზე შექმნილ რეალითი-შოუში მონაწილეობის მსურველებისთვის ქასთინგი გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება სტრიმინგ-სერვისის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

სერიალის მსგავსად, თამაშში მთავარი პრიზისთვის 456 მონაწილე იბრძოლებს. თუმცა საპრიზო ფონდი 4,56 მილიარდი ვონის ნაცვლად 4,56 მილიონი დოლარი იქნება.

 

ქასთინგში მონაწილეობის მიღება აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ - მთავარი კრიტერიუმი ინგლისური ენის ცოდნაა. ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ რეალითი-შოუს ყელა მონაწილე ცოცხალი და უვნებელი დარჩება.

 

სამხრეთკორეული სერიალი „კალმარის თამაში“ (Squid Game) Netflix-ის მორიგი სენსაცია გახდა. სისხლიანი დრამა მსოფლიოს 90 ქვეყანაში სტრიმინგის ჩარტის სათავეში სულ რაღაც ნახევარ თვეში მოექცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner