logo_geo
eng_logo
კრწანისის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება
- +

18 სექტემბერი. 2022. 19:08

 

 

კრწანისის ქუჩაზე, სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, გულიას მოედნიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. კრწანისის მოედნიდან გულიას მოედნამდე კი სატრანსპორტო საშუალებები შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

„აღნიშნული სამუშოების გამო, ავტობუსები: N371, N301, N344, N345, N331, N350 და მიკროავტობუსები: N538, N547, N550, N557, N580, N427 გადაადგილებას შეძლებენ გულიას მოედნიდან გულუას ქუჩაზე. შემდეგ გააგრძელებენ გადაადგილებას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და დაუკავშირდებიან მეტეხის ხიდსა და კოტე აფხაზის ქუჩას“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner