„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში მდინარე ოსკოლი გადალახეს და მარცხენა სანაპირო აიღეს“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი იუწყება.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გადაკვეთეს ოსკოლი. გუშინდელი დღიდან უკრაინა ასევე აკონტროლებს მარცხენა სანაპიროს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ექსპერტების აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მდინარე ოსკოლის გავლით რუსეთის ჯარებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდგომ წინსვლას ხელი შეუშალონ.