logo_geo
eng_logo
ნენსი პელოსი: მსოფლიომ სომეხთა გენოციდი უნდა აღიაროს
- +

18 სექტემბერი. 2022. 20:17

 

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ერევანში ოფიციალური ვიზიტის დროს სომეხთა გენოციდზე ისაუბრა.

 

პელოსიმ მსოფლიოს მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების აუცილებლობას  ხაზი გაუსვა.

 

„ღია ჭრილობების მოსაშუშებლად, მსოფლიომ უნდა აღიაროს დანაშაული, რომელიც სხვა არაფერი იყო, თუ არა გენოციდი. ჩვენი ძალისხმევა გენოციდის წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს, რათა ასეთი დანაშაულები აღარ განმეორდეს. ჩვენ ვერასოდეს დავივიწყებთ მას“, - განაცხადა პელოსიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner