ევროპის ჩემპიონატზე კალათბურთში მესამე ადგილისთვის მატჩი ჩატარდა, რომელშიც ერთმანეთს გერმანიისა და პოლონეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა ბერლინში გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 82-69 დასრულდა. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გერმანელი დენის შროდერი გახდა, რომლის ანგარიშზეც 26 ქულა და 6 შედეგიანი გადაცემა იყო.
ევრობასკეტის გამარჯვებული ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებების შეხვედრაში გამოვლინდება.