logo_geo
eng_logo
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ივლისში გაუჩინარებული კაცის ცხედარი ხრამში იპოვეს
- +

18 სექტემბერი. 2022. 22:30

 

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის ივლისში გაუჩინარებული 51 წლის გიგა ნადირაძის ცხედარი იპოვეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ხრამში ჩავარდნილი ცხედარი შემთხვევით ადგილობრივმა ნახა. ზურგჩანთაში ნაპოვნი პირადობის მოწმობით კი დადგინდა, რომ გარდაცვლილი გიგა ნადირაძე იყო.

 

მამაკაცს ივლისის ბოლოდან ეძებდნენ.

 

რა ვითარებაში გარდაიცვალა ნადირაძე ჯერჯერობით უცნობია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner