logo_geo
eng_logo
People: მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ბუკინგემის სასახლეში მსოფლიო ლიდერებისთვის გამართულ მიღებას არ დაესწრებიან
- +

18 სექტემბერი. 2022. 23:27

 

 

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ბუკინგემის სასახლეში მსოფლიო ლიდერებისთვის გამართულ მიღებაზე სამეფო ოჯახის სხვა წევრებს არ შეუერთდებიან. ამის შესახებ People წერს.

 

გამოცემაში ვარაუდობენ, რომ თავდაპირველად სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ღონისძიებაზე დაპატიჟეს, თუმცა ახლა სასახლეში აცხადებენ, რომ მიღებას მხოლოდ „სამეფო ოჯახის მომუშავე წევრები“ დაესწრებიან.

 

ღონისძიების მასპინძლები მეფე ჩარლზი და დედოფალი-კონსორტი კამილა არიან.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner