უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უნგრეთი ევროკავშირის დაშლას ცდილობს.
მისივე თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს უკრაინა სძულს.
„ორბანი ამბობს, რომ იბრძოლებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნისთვის. უნგრეთი არის „ტროას ცხენი“, რომელიც ევროკავშირის დაშლას ცდილობს. ორბანს სძულს უკრაინა და ევროპაში „რუსულ მშვიდობაზე“ ოცნებობს“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ომი უკრაინაში შესაძლოა, 2030 წლამდე გაგრძელდეს და უკრაინამ თავისი ტერიტორიის ნახევარი დაკარგოს.