logo_geo
eng_logo
პოდოლიაკი: უნგრეთი არის „ტროას ცხენი“, რომელიც ევროკავშირის დაშლას ცდილობს
- +

18 სექტემბერი. 2022. 23:48

 

 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უნგრეთი ევროკავშირის დაშლას ცდილობს.

 

მისივე თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს უკრაინა სძულს.

 

„ორბანი ამბობს, რომ იბრძოლებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნისთვის. უნგრეთი არის „ტროას ცხენი“, რომელიც ევროკავშირის დაშლას ცდილობს. ორბანს სძულს უკრაინა და ევროპაში „რუსულ მშვიდობაზე“ ოცნებობს“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

 

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ომი უკრაინაში შესაძლოა, 2030 წლამდე გაგრძელდეს და უკრაინამ თავისი ტერიტორიის ნახევარი დაკარგოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner