logo_geo
eng_logo
„სამწუხაროდ, გია მაისაშვილს არასწორი ინფორმაცია მიეწოდა“
- +

23 აგვისტო. 2016. 13:32



გია მაისაშვილისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზატორთა ჯგუფი მაისაშვილის განცხადებას ეხმაურება, თითქოს, კაფე „Lake View Bar & Lounge"-მა საქველმოქმედო კონცერტიდან 5000 ლარი მოიპარა.


გია მაისაშვილმა აღნიშნული განცხადება „facebook"-ის გვერდზე გააკეთა.


ორგანიზატორები აცხადებენ, რომ არავითარი ქურდობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა და და იჯარის სახით ასაღები თანხა, 5000 ლარის ოდენობით, წინასწარ იყო შეთანხმებული საორგანიზაციო ჯგუფთან.

 

 

„25 ივლისს გაიმართა ბატონ გია მაისაშვილისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც გაიმართა კუს ტბაზე,  „Lake View Bar & Lounge"-ში.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ბატონმა გიამ გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ზემოხსენებულმა ბარმა 5000 ლარი მოიპარა. გვსურს განვაცხადოთ, რომ „Lake View Bar & Lounge"-ის მიერ იჯარის სახით ასაღები თანხა, 5000 ლარის ოდენობით, წინასწარ იყო შეთანხმებული საორგანიზაციო ჯგუფთან. ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ზემოხსენებულმა ბარმა თავის მხრივ დაგვიკლო 1000 ლარი, დანარჩენი 4000 ლარი მოხმარდა ტერიტორიის განახლებას, ინტერიერის შეცვლას, რომელიც საორგანიზაციო ჯგუფის მოთხოვნის შესაბამისად გაკეთდა და  არანაირ ქურდობას ადგილი არ ჰქონია.

 

ბატონ გიას, სამწუხაროდ, მიეწოდა არასწორი ინფორმაცია და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა განცხადება.

 

ორგანიზატორთა ჯგუფი ბოდიშს უხდის „Lake View Bar & Lounge"-ს შექმნილი ვითარებისთვის", - აცხადებენ კონცერტის ორგანიზატორები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner