logo_geo
eng_logo
„ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს 2017 წლის 1 იანვრიდან დააწესებს“
- +

23 აგვისტო. 2016. 13:36



რადიო „თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი „Twitter"-ზე წერს, რომ ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს 2017 წლის 1 იანვრიდან დააწესებს.



ევროკავშირის დიპლომატები საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას ოქტომბერში ელოდებიან, უვიზო რეჟიმს კი - 2017 წლის 1 იანვრიდან", - წერს რიკარდ იოზვაკი.

 

 

მანამდე ევროპელი დიპლომატები აცხადებდნენ, რომ საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესების საკითხზე ევროკავშირის სტრუქტურები შემოდგომაზე იმსჯელებენ.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner