logo_geo
eng_logo
სომხეთის უშიშროების საბჭო: აზერბაიჯანმა სომხეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს
- +

19 სექტემბერი. 2022. 19:50

 

 

სომხეთის უშიშროების საბჭო, რომლის სხდომა დღეს გაიმართა, აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს.

 

„[სომხეთის] უშიშროების საბჭო აცხადებს, რომ სომხეთი ყველა არსებული საშუალებით დაიცავს თავის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აზერბაიჯანმა თავისი ჯარები სომხეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან უნდა გაიყვანოს.

 

ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, განახორციელოს მუდმივი ზეწოლა აზერბაიჯანზე, რათა შეწყვიტოს სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ოკუპაცია და გაიყვანოს თავისი ჯარები. მივესალმებით ყველა ქვეყანასა და ორგანიზაციას, რომელმაც გამოხატა თავისი მკაფიო პოზიცია [ამ საკითხზე]“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner