logo_geo
eng_logo
პლენუმის სხდომაზე სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ შედეგებს განიხილავენ
- +

23 აგვისტო. 2016. 13:49



საკონსტიტუციო სასამართლოში, პლენუმის სხდომაზე, სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგებს დღეს განიხილავენ.


მოსამართლე მერაბ ტურავას ინფორმაციით, სხდომა  15:30 საათზე გაიმართება.


„შემატყობინეს, რომ დღეს, 15:30 საათზე, საორგანიზაციო პლენუმის სხდომა გაიმართება. კონკრეტული სარჩელის, საქმის განხილვა არ მოხდება. ეს იქნება საორგანიზაციო პლენუმი. როგორც ჩემთვის წინასწარ იყო ცნობილი, ალბათ, იქნება სამუშაო ჯგუფის შედეგების განხილვა, რომელიც რამდენიმე თვის წინათ შეიქმნა. ასევე იქნება საუბარი გრაფიკზე და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე. თუმცა, კონკრეტულად, ჩემთვის უცნობია, რა საკითხები განიხილება", - განაცხადა ტურავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner