უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რუსული ოკუპაციისგან ტერიტორიების გათავისუფლების ტემპის შენარჩუნებაა.
„ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ტემპი. გათავისუფლებულ რაიონებში სტაბილიზაციის ტემპი, ჩვენი ჯარების გადაადგილების ტემპი, გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ნორმალური ცხოვრების აღდგენის ტემპი და პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის ტემპი. ჩვენ ამაზე გულწრფელად ვსაუბრობთ. უკრაინის დახმარების ტემპი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი მოძრაობის ტემპს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.