მექსიკაში, წყნარი ოკეანის სანაპიროსთან 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ლა პლასიტა დე მორელოსთან, 15 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ქვეყნის დედაქალაქის მერის, კლაუდია შეინბაუმის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, მეხიკოში სტიქიას ნგრევა არ გამოუწვევია.