გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ II უინძორის ციხესიმაგრეში, მეფე ჯორჯ VI-ის მემორიალურ სამლოცველოში დაკრძალეს.
სამეფო ოჯახის განცხადებაში ნათქვამია, რომ ელისაბედ II მისი გარდაცვლილი მეუღლის, პრინც ფილიპის გვერდით დაკრძალეს.
საქართველოს პრეზიდენტი, ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო ლიდერებთან ერთად დაესწრო.
ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, 96 წლისა გარდაიცვალა. დედოფლის გარდაცვალების გამო ბრიტანეთში 10-დღიანი გლოვა გამოაცხადეს. დიდი ბრიტანეთის მეფე ელისაბედის ვაჟი, ჩარლზ მესამე გახდა.