logo_geo
eng_logo
ელისაბედ II უინძორის ციხესიმაგრეში, მეფე ჯორჯ VI-ის სამლოცველოში დაკრძალეს
- +

20 სექტემბერი. 2022. 00:40

 

 

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ II უინძორის ციხესიმაგრეში, მეფე ჯორჯ VI-ის მემორიალურ სამლოცველოში დაკრძალეს.

 

სამეფო ოჯახის განცხადებაში ნათქვამია, რომ ელისაბედ II მისი გარდაცვლილი მეუღლის, პრინც ფილიპის გვერდით დაკრძალეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი, ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო ლიდერებთან ერთად დაესწრო.

 

ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, 96 წლისა გარდაიცვალა. დედოფლის გარდაცვალების გამო ბრიტანეთში 10-დღიანი გლოვა გამოაცხადეს. დიდი ბრიტანეთის მეფე ელისაბედის ვაჟი, ჩარლზ მესამე გახდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner