logo_geo
eng_logo
უკრაინა აფრიკულ ქვეყნებს 50 000 ტონა ხორბალს უფასოდ გადასცემს
- +

20 სექტემბერი. 2022. 01:37

 

 

უკრაინა აფრიკულ ქვეყნებს 50 000 ტონა ხორბალს უფასოდ გადასცემს. ამის შესახებ epravda იტყობინება.

                                    

ეთიოპიისა და სომალის ჰუმანიტარული დახმარებისთვის უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 420 მილიონი გრივნა გამოყო.

 

ამასთან, უკრაინის მთავრობამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალება მისცა გაეროსთან ერთად აღნიშნულ საკითხს კოორდინირება გაუწიოს.

 

მანამდე კი კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მარცვლეული ღარიბ ქვეყნებს არ მიეწოდება და საკითხის განხილვა უნდა მოხდეს.

 

„იქნებ უნდა ვიფიქროთ ამ მარშრუტების შეცვლაზე, საკითხის განხილვაზე. ამ საკითხზე აუცილებლად გავივლი კონსულტაციას თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ შევიმუშავეთ მექანიზმი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის, პირველ რიგში, დავეხმარეთ ყველაზე ღარიბ ქვეყნებს და რა ხდება რეალურად“, - აღნიშნა პუტინმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner