logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელმა რუსეთი ცინიზმში დაადანაშაულა
- +

23 აგვისტო. 2016. 14:29



გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამოცემა „Passauer Neue  Presse"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთი ცინიზმში დაადანაშაულა. კერძოდ, მერკელმა გააკრიტიკა რუსეთისა და სირიის პრეზიდენტების ინიციატივა, რომლის თანახმად, სირიის ქალაქ ალეპოში ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად საბრძოლო მოქმედებები ყოველდღე სამი საათით შეწყდება.


„ადამიანების ტანჯვის მასშტაბის გათვალისწინებით, ეს ცინიზმია. ყველა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია ამბობს, რომ დახმარების ჩასატანად ეს დრო საკმარისი არ არის. საჭიროა სულ მცირე 48-საათიანი ყოველკვირეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, როგორც ამას გაერო მოითხოვს", - განაცხადა მერკელმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner