logo_geo
eng_logo
მიხეილ ჩხენკელი: პრემიერ-მინისტრმა განათლების ტრანსფორმირების სამიტზე თავის მოხსენებაში ხაზგასმით ისაუბრა განათლების უაღრესად დიდ მნიშვნელობაზე ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებისთვის
- +

20 სექტემბერი. 2022. 10:47

 

პრემიერ-მინისტრმა თავის მოხსენებაში ხაზგასმით ისაუბრა განათლების უაღრესად დიდ მნიშვნელობაზე ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერმა დეტალურად ისაუბრა 800 ახალი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის გრანდიოზული პროექტის შესახებ, რომელშიც 1 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მიმდინარე განათლების ტრანსფორმირების სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან თავის მოხსენებაში ხაზგასმით ისაუბრა განათლების უაღრესად დიდ მნიშვნელობაზე ქვეყნის და საზოგადოების განვითარებისთვის. მან მონაწილეებს დეტალურად მოუყვა 800 ახალი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის გრანდიოზული პროექტის შესახებ, რომელშიც, როგორც მოგეხსენებათ, დაიხარჯება 1 მილიარდი ლარი, რაც ნათელი დასტურია იმისა, რომ განათლებაზე ზრუნვა არის ჩვენი მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტი“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner