logo_geo
eng_logo
შსს: პირველადი ინფორმაციით, ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა
- +

20 სექტემბერი. 2022. 12:29

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან არიან მობილიზებული.

პირველადი ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.

პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner