logo_geo
eng_logo
გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან შეხვედრა გამართა
- +

20 სექტემბერი. 2022. 14:13

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით. მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

გრიგოლ ლილუაშვილმა და აშოტ სმბატიანმა ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები მიმოიხილეს და საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner