logo_geo
eng_logo
რუს სამხედროს ქალაქ გიუმრიში შვიდსულიანი ოჯახის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
- +

23 აგვისტო. 2016. 14:31



რუს სამხედროს ვალერი პერმიაკოვს, რომელსაც სომხეთის ქალაქ გიუმრიში შვიდსულიანი ოჯახის მკვლელობა ედება ბრალად, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლო პროცესი, რომელიც 2015 წლის დეკემბერში დაიწყო, გიუმრიში დისლოცირებული რუსული ბაზის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.



გამოძიების განცხადებით, სომხეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის რიგითმა ჯარისკაცმა ვალერი პერმიაკოვმა 2015 წლის 12 იანვრის, გამთენიისას თვითნებურად დატოვა სამსახური, წავიდა ქალაქში, სადაც ერთ-ერთ სახლში ავეტისიანების ოჯახის შვიდი წევრი მოკლა. მსხვერპლთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი იყო. წინასწარი გამოძიების მიმდინარეობისას პერმიაკოვმა დანაშაული აღიარა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner