პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა გამართა, მათ შორის გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშთან და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. საქართველოს პრემიერი განათლების გარდაქმნის მაღალი დონის სამიტზე სიტყვით გამოვიდა“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს ზოგადი განათლების დონეს, რაც საქართველოს შემდგომი განვითარების წინაპირობაა:
„პრემიერმა ხაზი განათლების მნიშვნელობას გაუსვა, რომელიც მომავალი წარმატების ფუნდამენტია. როგორც პრემიერმა აღნიშნა 2026 წლისთვის იგეგმება 800 სკოლის აშენება და განახლება. 2030 წლისთვის ყველა ქართული სკოლა სრულად იქნება მოდერნიზებული და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი. სახელმწიფო იღებს ვალდებულებას 2030 წლისთვის განათლების დაფინანსება მშპ-ს 6%-მდე გაზარდოს, მსგავსი მოცულობის დაფინანსება რეგიონისთვის უპრეცედენტოა, ის საქართველოს მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების გვერდით აყენებს! იმედის მომცემია განათლებისადმი პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება, განათლება წარმატებული, ძლიერი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს ზოგადი განათლების დონეს, რაც საქართველოს შემდგომი განვითარების წინაპირობაა“, - აცხადებს ჩიხელიძე.