მედიაჰოლდინგ "კვირას" დამფუძნებელი და ჟურნალისტი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"წარმოდგენაც არ მინდა, რას გრძნობენ ქუთაისში, საქართველოს ბანკში აყვანილი მძევლები და მათი ახლობლები!
ახლა ყველაზე მთავარი მათი უსაფრთხოებაა და დარწმუნებული ვარ, გომელაურის უწყება ყველაფერს გააკეთებს თითოეული ადამიანის გადასარჩენად!
ამავდროულად, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ სამარცხვინო კომენტარებს, რომლებსაც დილიდან სოცმედიაში ვაწყდები - ადამიანებო, ასე არ შეიძლება, ეს არ არის სახუმარო თემა! მძევლების სოცოცხლე საფრთხეშია და წუთით ყველამ თქვენი თავი ან ახლობელი დააყენეთ ამ ხალხის ადგილზე!
მშვიდობა მინდა ვუსურვო ყველას და ვაცადოთ სამართალდამცველებს საკუთარი პროფესიული მოვალეობა შეასრულონ.
და კიდევ, არის, თემები, რომელთა გაშუქებისას
ჩვენ, მედიას განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს - როგორც ყველაფერი არ იჭმევა, ისე არ ითქმის...
ასეა ეს!"- წერს ქეთი ხოსიტაშვილი.