logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: მედიის მხრიდან მეტი სიფრთხილეა საჭირო! მეტი ყურადღება და ფაქიზი მიდგომაა საჭირო!
- +

20 სექტემბერი. 2022. 17:44

 

მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

"ახლაც, პირდაპირ ეთერში ვუყურებთ პირდაპირ ჩართვას ქუთაისიდან.
მძარცველი ითხოვს კონკრეტული პირობების შესრულებას.
მძევლების მდგომარეობა უმთავრესია.
ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის და საბედნიეროდ, უმთავრესია საქათველოს ხელისუფლებისთვისაც!
თუმცა, აქ არის ერთი მთავარი რამ გასათვალისწინებელი: მედიამ ფრთხილად უნდა გააშუქოს მსგავსი თემები. არ შეიძლება, პირდაპირ ეთერში გადასცემდე სპეცნაზის ადგილმდებარეობას. არ შეიძლება, ყველაფერს იყენებდე ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად.
ერთ-ერთმა რესპოდენტმა პირდაპირ დასდო ხელისუფლებას ბრალი კრიმინალის ხელშეწყობაში და სტატისტიკა მოიხმო მაგალითად. უბრალოდ, სიტყვა "სტატისტიკა" ახსენა და სამწუხაროა, ალბათ მსოფლიოს სტატისტიკურ ინფორმაციებს არ ფლობს...
ვიმეორებ: მედიის მხრიდან მეტი სიფრთხილეა საჭირო! მეტი ყურადღება და ფაქიზი მიდგომაა საჭირო!
ხელისუფლებას მსგავს სიტუაციებში გვერდში დგომა ჭირდება და არა - ნიშნის მოგებით საუბარი!
ვიმეორებ: ახლა მძევლების უსაფრთხოებაა მთავარი და დარწმუნებული ვარ, გომელაურის უწყება ყველაფერს გააკეთებს საამისოდ!"- წერს გიორგი მამაცაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner