logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: პოლიცია მაქსიმალურად არის მობილიზებული ბანკში მიმდინარე დრამატული მოვლენა მშვიდობიანად დასრულდეს და მძევლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას
- +

20 სექტემბერი. 2022. 17:49

 

დღეს, როცა პოლიცია მაქსიმალურად არის მობილიზებული რათა ბანკში მიმდინარე დრამატული მოვლენა მშვიდობიანად დასრულდეს და მძევლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ მანტია-მოსხმული„კრიტიკული მედია“ და ბოღმა პოლიტიკანები ცდილობენ დააბულინგონპოლიციის თანამშრომლები და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით ათასგვარი სისულელე გაავრცელონ - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე.

ყველას კარგად ახსოვს, თუ როგორ „აშუქებდა“ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას მაშინდელი „რუსთავი 2“. დღეს, როცა პოლიცია მაქსიმალურად არის მობილიზებული რათა ბანკში მიმდინარე დრამატული მოვლენა მშვიდობიანად დასრულდეს და მძევლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ მანტია-მოსხმული „კრიტიკული მედია“ და ბოღმა პოლიტიკანები ცდილობენ დააბულინგონპოლიციის თანამშრომლები და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით ათასგვარი სისულელე გაავრცელონ. არაუშავს. დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავებს აქვთ საკმაოდ კარგი მომზადება, რათა ყველაფერი კარგად დასრულდეს“ - წერს გაბრიჭიძე facebook.

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დღეს დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვს და აცხადებს, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები აქვს დამონტაჟებული. შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელს აყვანილი ჰყავს 12 მძევალი. - ზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner