logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ჩვენი მხარდაჭერა ვახტანგ გომელაურს და პოლიციას!
- +

20 სექტემბერი. 2022. 18:14

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ჩვენი მხარდაჭერა ვახტანგ გომელაურს და პოლიციას!

ბანკში შევარდნა და მილიონების მოთხოვნა ჩვენში მოდად ხომ არ გადაიქცა?
ზოგიერთს მოდა რომ არ ეგონოს, ამიტომაც არ აქვს პოლიციას შეცდომის დაშვების უფლება. ერთი მხრივ, დამნაშავე ვერ უნდა გავიდეს სამშვიდობოს და... მეორეც - (ყველაზე მთავარი) 12 მძევლიდან არც ერთი არ უნდა დაზარალდეს. ახლა მთავარია, პოლიციამ შეინარჩუნოს ყველას სიცოცხლე. მე პირადად დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება!

რასაკვირველია, აქ გასათვალისინებელია პოლიციელთა მოფრთხილება!
ვინც ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს აუგად იხსენიებს და სიტუაციას ცინიკურად ხატავს, ის არის ამ ქვეყნის მტერი!
არ ვიცი, ნეტავ ასეთი სარისკო ამბები რანაირად უნდა გახარებდეს და უდიდეს აღტყინებას გგვრიდეს?!

ვიმეორებ: ჩვენი, საზოგადოების მხარდაჭერა ვახტანგ გომელაურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს.
ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება!"- წერს გელა ზედელაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner