logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია Startup Georgia-ს თავმჯდომარეს ლაშა გორგოშიძეს შეხვდა
- +

20 სექტემბერი. 2022. 19:02

 

 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია  Startup Georgia-ს თავმჯდომარეს ლაშა გორგოშიძეს შეხვდა.

 

შეხვედრაზე განიხილეს ქართული ინოვაციური და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების შესაძლებლობები, ქართველ სტარტაპერებსა და დისპორელ ინვესტორებს შორის კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები. ისაუბრეს  ქართული ტექნოლოგიური პროექტების საერთაშორისო საინვესტიციო პოტენციალის  საპარლმენტო მხარდაჭერის თაობაზე.

 

„აქტიური და ხშირია ჩვენი საქმიანი ურთიერთობები ახალ ტექნოლოგიებსა და სტარტაპებში ჩართულ ახალგაზრდებთან და სხვადასხვა პლატფორმებთან. გავიცანი ახალი ძალიან საინტერესო იდეები და ის შესაძლებლობები, სადაც საქართველოს პარლამენტი და ხელისუფლება შეიძლება დაეხმაროს ახალგაზრდებს. სწორედ „ქართული ოცნების’ ხელისუფლების პირობებში მოხდა ამ სექტორის განვითარება. ჩვენ უნდა ავიღოთ გეზი ინტელექტუალური ბიზნესის განვითარებაზე და სტარტაპერები  არიან სწორედ ის ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ მნიშვნელოვნად გაზარდონ ქართული ეკონომიკა“,-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბექა ოდიშარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner