logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა
- +

20 სექტემბერი. 2022. 19:26

 

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარინა კალიურანდს და საქართველოს საკითხზე მომხსენებელს, სვენ მიქსერს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ევროკავშირის თორმეტი რეკომენდაციის შესრულების პროცესზე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.  

 

„ბევრ თემაზე გვქონდა საუბარი,  გაიმართა საინტერესო დისკუსია. პირველ რიგში, ვისაუბრეთ 12 პუნქტის შესრულებაზე - როგორ მიმდინარეობს პროცესი. განვმარტეთ, რომ პროცესში მონაწილეობა  ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიას შევთავაზეთ. მათი ნაწილი ჩართულია და ნაწილი არ არის ჩართული ამ პროცესში. თავად შინაარსთან დაკავშირებითაც განვუმარტეთ, თუ როგორ მიდის ყველაფერი. მთლიანობაში, ისინი დეტალურად არიან ინფორმირებული ამ პროცესთან დაკავშირებით. იყო საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა ყველა თემაზე, რაც უკავშირდება ამ 12 პუნქტის შესრულებას, ასევე, ზოგადად, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner