logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: იმის მაგივრად, რომ ქუთაისში მძევლების გათავისუფლების და დამნაშავის განეიტრალებაში პოლიციას დაუდგნენ გვერდში, ნაცპარაზიტები, ჩვეულებისამებრ, კრიმინალის გვერდით დადგნენ
- +

20 სექტემბერი. 2022. 18:45

 

 

„ღალატის პარტიის ადეპტები, როგორც ყოველთვის, ებრძვიან სახელმწიფოს, რადგან მათი კრიმინალურ-„კაგებეშნიკური“ მენტალიტეტის მარწუხები მათ მეტ გასაქანს არ აძლევენ“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ქუთაისში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმას.

 

მისი თქმით, მინისტრი გომელაური და შს სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებენ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდეს, ხოლო ამ რთულ სიტუაციაში უსამშობლო არაადამიანები ოფიცრებს ამუნათებენ.

 

„მავნებლობა და ქვეყნის მტრობა ნაცოპოზიციისა და მისი მარიონეტი მედიის სამარცხვინო „სავიზიტო ბარათია“. იმის მაგივრად, რომ ქუთაისში მძევლების გათავისუფლების და დამნაშავის განეიტრალებაში პოლიციას დაუდგნენ გვერდში, ნაცპარაზიტები, ჩვეულებისამებრ, კრიმინალის გვერდით დადგნენ. ამ რთულ სიტუაციაში უსამშობლო არაადამიანები ოფიცრებს ამუნათებენ. მინისტრი გომელაური და შს სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებენ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდეს. ღალატის პარტიის ადეპტები, როგორც ყოველთვის, ებრძვიან სახელმწიფოს, რადგან მათი კრიმინალურ „კაგებეშნიკური“ მენტალიტეტის მარწუხები მათ მეტ გასაქანს არ აძლევენ“, - წერს აბაშიძე ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner